თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ვერ წარმომიდგენია სხვგან ცხოვრება. ყველას თავისი აზრი აქვს და ვერც შევედავები. ძალიან ბევრი იტყვის, რომ თბილისი მოუვლელია, ფანჯრიდან ნაგავს ყრიან, მთავარ ქუჩაზე გავლისას შეიძლება თავზე სარეცხის წვეთები დაგეცეს, მაგრამ მიყვარს ეს ქალაქი და რა ვქნა?! დასასვენებლად 2 კვირის წასულს უკვე მენატრება ჩემი მშობლიური ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ნაკლი და მინუსი აქვს, სახალხოდ ლანძღვას არ დავუწყებ, როგორც ამას თბილისელთა უმეტესობა აკეთებს. თბილისი ჩემი ქალაქია და ვერსად ვერ ვგრძნობ თავს ისე კარგად, როგორც აქ.
ესეც თბილისის სურათები:
Комментариев нет:
Отправить комментарий