იბლიოთეკას მიენიჭა რევოლუციონერ პროკოფი (ალიოშა) ჯაფარიძის სახელი და ეწოდა ,,ალ. ჯაფარიძის სახელობის თბილისის საქალაქო მასობრივი ბიბლიოთეკა №1“. 1933 წლიდან გარდაიქმნა ,,თბილისის მასობრივ სანიმუშო–საჩვენებელ ბიბლიოთეკად“, ხოლო 1944 წლიდან ეწოდა ,,თბილისის ალ. ჯაფარიძის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო ბიბლიოთეკა“ და ქალაქის ბიბლიოთეკების მეთოდური ხელძღვანელობა დაეკისრა.
1980 წლებიდან ბიბლიოთეკა იქცა ქალაქის ცენტრალურ დაწესებულებად და
ქალაქის სხვადასხვა რაიონის და უბნის ბიბლიოთეკები მას ადმინისტრაციულად დაექვემდებარნენ, როგორც ფილიალები.
1994 წლის მაისში მწერალთა ერთი ჯგუფის წინადადებით საბიბლიოთეკო სისტემის ქალაქის ქსელის ცენტრალურ ბიბლიოთეკას მიხეილ ჯავახიშვილის სახელი ეწოდა. 2006 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის №637 ბრძანებულების საფუძველზე – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ“ – ბიბლიოთეკას ,,ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“ ეწოდა და ამგვარი სახელწოდებითაც მოიხსენიება დღეს.
2007 წელს მთავარ ბიბლიოთეკას დაექვემდებარა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკებიც.
100 წლის მანძილზე მთავარ ბიბლიოთეკას ბევრი კარგიც უნახავს და ცუდიც, მაგრამ ყოველთვის გამოირჩეოდა წინსვლით და, საქმიანობის სრულყოფით, პროფესიონალობით, კადრების შერჩევითა და შემოქმედებითი მუშაობით. განსაკუთრებით გამოირჩეოდა მისი სამეცნიერო–მეთოდური საქმიანობა, გამოიცემოდა ბიბლიოგრაფიული სიები, მეთოდური მითითებები, ტარდებოდა სემინარები, მასობრივი ღონისძიებები.
ბიბლიოთეკა ყოველთვის გამოირჩეოდა სწორი ორიენტაციითა და მიზანიმართულობით. ამ საქმეში დიდი როლს თამაშობდნენ აქ მოღვაწე თავდადებული მუშაკები, გამოცდილი სპეციალისტები, ნამდვილი პროფესიონალები. სხვადასხვა დროს ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდნენ ისეთი დიდი ორგანიზატორები და სპეციალისტები, როგორებიც გახლდათ ნიკოლოზ ჭელიძე და გრიგოლ მუხაშავრია. დღეს ამ ბიბლიოთეკას სათავეში უდგას მათი ღირსეული მემკვიდრე, მაღალი რანგის სპეციალისტი, ნამდვილი პროფესიონალი და გამორჩეული ორგანიზატორი ციალა კალმახელიძე. მისი ხელმძღვანელობით უკვე ბევრი რამ გაკეთდა და იმედია, მომავალში ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა ერთ–ერთი საუკეთესო იქნება მთელ რეგიოში.